გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
ხელოვნების ნაწარმოები და დამთვალიერებელი
საგანი/ პედაგოგი
ხელოვნება/ ნინო ნადირაშვილი
სწავლების საფეხური/ კლასი
საბაზო საფეხური/VII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
25 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
ü  გაკვეთილი აქტუალურია იმით, რომ ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ შთაბეჭდილებების გადმოცემას, ავტორის ჩანაფიქრის  და  საკუთარი დამოკიდებულებების წვდომის უნარ-ჩვევების განვითარებას.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
ს.გ.VII.8.   მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭ­დი­ლე­ბაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ და სხვ.);
·           აფასებს ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნაზე და შთაბეჭდი­ლებაზე დაყრდნობით);
·           მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.
ს.გ.VII.11.   მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადარს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს სხვადასხვა ეპოქის და კულტურის ხელოვნების ცნობილ ნიმუშებს;
ს.გ.VII.12.    მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ხელოვნების ნაწარმოების შინარს ისტორიასთან და კულტურასთან.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას ვიზუალური ელემენტების მიხედვით;

ს.გ.VII.14.    მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           საუბრობს ხელოვნების იმ დარგებზე, რომლებიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია;
წინარე ცოდნა
ü  მოსწავლეებს შეუძლიათ, ისაუბრონ სახვითი ხელოვნების დარგებზე, ჟანრებზე.
ü  შეუძლიათ დაასახელონ მათვის საყვარელი ნაწარმოებები და ისაუბრონ მათ ავტორებზეც.
შეფასების საგანი და პროცედურები
Ø  მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი და მათთვის ცნობილი განმსაზღვრელი შეფასების სქემების მიხედვით.
Ø  ასევე ვაძლევ ინდივიდუალურ განმავითარებელ კომენტარებს.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სასწავლო მასალა: სახელმძღვანელო ნანა მაჭარაშვილის VII კლასი- ხელოვნება. სხვადასხვა ავტორების ილუსტრირებული ფერადი პლაკატები.
ტექნიკური რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი, ელექტრონული პრეზენტაცია, ინტერნეტი.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება / კლასის ორგანიზება 2 წუთი.

გაკვეთილის A ფაზა- გამოწვევა

აქტივობა 1.განვლილი მასალის გახსენება-5წუთი.
·         მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ და ისაუბრონ სახვითი ხელოვნების დარგებზე, ჟანრებზე. რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის. სცადონ იმის აღნიშვნა თუ რით დაამახსოვრდათ ეს ნიმუშები, რამ მიიქცია მათი ყურადღება თითოეული მათგანის ხილვისას ( სიუჟეტმა, კოლორიტმა, კომპოზიციამ, ფიგურების გამომსახველობითობამ და სხვ.); ისაუბრონ მათ ავტორებზეც.

აქტივობა 2. - ელექტრონული პრეზენტაციის ჩვენება საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირება. 10 წუთი.

წინასწარ მომზადებული მაქვს ელექტრონული პრეზენტაცია რომელშიც ჩავსვი სახვითი ხელოვნების, კერძოდ ფერწერისა და გრაფიკის რამდენიმე ჟანრის, განსხვავებული ეპოქის ნიმუშები. (მოსწავლეებისათვის ეს ნიმუშები უცნობია) 
შემდეგ ვთხოვე მოსწავლეებს დაესახელებინათ ერთ-ერთი ნიმუში, რომელსაც მიანიჭეს უპირატესობა.

 გაკვეთილის B ფაზა - ცოდნის კონსტრუირება
  
აქტივობა 3. ჯგუფური მუშაობა 10 წუთი.
მოსწავლეებს ვთხოვ სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას და პასუხები გასცენ შემდეგ შეკითხვებს: 
1.       იმსჯელეთ გამომსახველობით საშუალებებზე, რომელთა განხილვაც მნიშვნელოვანია ნაწარმოების „წასაკითხად“
2.       გაეცანით მოცემულ ნიმუშებს და გამოთქვით აზრი, რომელ სურათში რა მიზანი ჰქონდა დასახული ავტორს და რა ხერხებით შეძლო ჩანაფიქრის განხორციელება.

მოსწავლეებს ვთხოვე გამოთქვან მოსაზრებები, თუ რატომ იწვევს ნებისმიერი სიახლე ხელოვნებაში განსხვავებული მოსაზრებების, შეფასებების წარმოშობას. 

ამის შემდეგ მოსწავლეები გაეცნობიან დამატებით ინფორმაციას და უპასუხებენ ინტერაქტივის  შეკითხვას.
3.       ამხანაგებთან ერთად იმსჯელეთ, თუ რატომ იწყებენ ხელოვანები ახალი გამომსახველობითი ხერხების ძიებას, რატომ არის საჭირო დრო სიახლის აღსაქმელად და მისაღებად.
4.       დაასახელეთ მხატვრები, რომელთა შემოქმედება მკვეთრად გამოირჩევა ინდივიდუალური ნიშნებით, მოიყვანეთ ნიმუშები და დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრებები.

გაკვეთილის C ფაზა - რეფლექსია

აქტივობა 4. ილუსტრაციებზე მუშაობა 14 წუთი.
თითოეულ ჯგუფს დაურიგე საილუსტრაციო ნიმუში და ვთხოვე მიღებული შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარონ, შემდეგ კი ერთობლივად განიხილონ, სცადონ მეტი ინფორმაციის მიღება ამ ნამუშევრიდან. გაითვალისწინონ თუ რა ჟანრის ნიმუშს განიხილავს თითოეული ჯგუფი. იმსჯელებენ ნამუშევრის კომპოზიციაზე, კოლორიტზე, შუქ-ჩრდილის ეფექტზე სივრცის გადმოცემის თავისებურებებზე და სხვ.

შეფასება - 2 წუთი. 
საშინაო დავალების მიცემა - 2წუთი.

No comments:

Post a Comment