1.პროექტის სახელწოდება: როგორ შევქმნათ პეიზაჟის 4 დრო
2. პროექტის მთავარი
იდეა: მრავალფერი პალიტრისათვის, დედაბუნებას ფერები არ ენანება.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა იციან ხელოვნების უმშვენიერესი დარგის „პეიზაჟის“ მნიშვნელობა და
არსი. პროექტის განხორციელების შემდეგ, მოსწავლეები შეძლებენ:
- ფერების ამოცნობა /თბილი, ცივი და კონტრასტული ფერები/
- სივრცის გამოსახვა ფერების საშუალებით წინა და უკანა პლანზე.
4. პროექტის მიზნები:
პეიზაჟის ჟანრულ თავისებურებებსა და სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ ნიმუშებზე მსჯელობისა
და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის, პრაქტიკული საქმიანობისას მასალის, ტექნიკის
ფლობის, ჩანაფიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარ-ჩვევების განვითარება
5. მონაწილეთა ასაკი:
12/13 წელი;
6. ვადები / ხანგრძლივობა: ორი კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/
პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მოიძიებენ ინტერნეტში მათვის სასურველ
ინფორმაციას, შესაბამის გამომსახველობით ხერხებს, მასალას, ტექნიკას და თემატიკას განწყობილების
გადმოსაცემად. მოამზადებენ ელექტრონულ პრეზენტაციას. შეეცდებიან გამოავლინონ
სასწავლო წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა და აქტიურად ჩაერთონ თითოეული ნიმუშების
განხილვაში.
8. პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, მარკერი, პროექტორი, კომპიუტერი, სახელმძღვანელო
7კლასის ხელოვნების წიგნი.
9. პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1. საპროექტო
თემის შერჩევა.
ჯგუფების არჩევა
და ვადების
განაწილება, შესაბამისი
კითხვების ჩამოყალიბება:
ა) გაიხსენონ
მხატვრები, რომლებიც ღია ცის ქვეშ ხატავდნენ.
ბ) რა ქვია იმ მხატვართა ჯგუფს, რომელთა უპირატესობაც პლენერზე
მუშაობა იყო.
გ) როდის ჩამოყალიბდა პეიზაჟი,
როგორც ხელოვნების ჟანრი.
აქტივობა 2. ჩამოვაყალიბებთ
საპროექტო ჯგუფს.
პროექტის მონაწილეები
შემთხვევითი შერჩევის
პრინციპით (გათვლით)
გადანაწილდება 2 ჯგუფად,
შეიმუშავებენ გეგმას
გაანაწილებენ დღეებს
და დროს.
აქტივობა 3. თითოეული
ჯგუფის წევრები
ერთობლივად განიხილავენ
მათ მიერ
სხვადასხვა წყაროებიდან
დამოუკიდებლად მიღებულ
მასალებს, ინფორმაციებს,
ფოტოებს და
მათ ხელთ
არსებული მასალისა
და ერთობლივი
გადაწყვეტილების საფუძველზე
ირჩევენ მათთვის საყვარელი მხატვრის
პეიზაჟის ნიმუშს.
აქტივობა 4. მნიშვნელოვანია
სამუშაოს დაგეგმვა.
ჯგუფის წევრები
ერთობლივად მსჯელობენ
თუ რა
სახით წარმოადგენენ
ნამუშევარს. მათ
შეუძლიათ მოამზადონ ელექტრონული
პრეზენტაცია, დაურთონ ნამუშევრების
გამოფენა, მოამზადონ
მცირე „მოხსენებები“, რომლებიც კონკრეტული
ნიმუშის შთაბეჭდილებით
შეექმნათ.
მასწავლებელი თვალყურს
ადევნებს მოსწავლეების
ჩართულობას, ინტერესს,
შემოქმედების გამოვლენას,
თანამშრომლობას და
ა.შ.
აქტივობა 5. პროექტის პრეზენტაცია - მოსწავლეთა თითოეული ჯგუფი დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარადგენენ მათ მიერ მოძიებულ და შესრულებულ ნამუშევრებს, ფოტო და აუდიო მასალებს.
აქტივობა 6. მოსწავლეები ყურადღებით ისმენენ თითოეული ჯგუფის პრეზენტაციას, რომლის დასრულების შემდეგ აქტიურად ერთვებიან ნამუშევრის შეფასების პროცესში, სვამენ და თვითონაც პასუხობენ ამხანაგების შეკითხვებს, ავლენენ კორექტულობას ნაკლოვან მხარეებზე საუბრისას, კამათის დროს კი პატივისცემას განსხვავებული იდეების, მიდგომების მიმართ.
პროექტის შემაჯამებელი შეფასება: მოსწავლეების მიერ ანგარიშის სახით და ჩემს მიერ შეფასების სქემის მიხედვით.
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
მაღალი
|
მსჯელობა
|
ვერ მსჯელობს პროექტთან დაკავშირებით
|
მსჯელობს ,მაგრამ ვერ ახდენს აუდიტორიის დაინტერესებას
|
მსჯელობს საინტერესოდ
|
მსჯელობს გარკვევით და დამაჯერებლად, იწვევს საყოველთაო ინტერესს
|
ჯგუფური თანამშრომლობა
|
არ თანამშრომლობს ჯგუფთან
|
ნაწილობრივ თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
|
ჯგუფის წევრებთან აქვს კარგი ურთიერთობა
|
აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან
|
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება
|
ვერ ახერხებს ინფორმაციის მოძიებას
|
სრულყოფილად ვერ ახდენს მასალის მოძიებას
|
ინფორმაციას მოიძიებს სრულყოფილად
|
სწრაფად და ორგანიზებულად ახდენს ინფორმაციის მოძიებას
|
10.საგნებთან/ საგნობრივ
ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ხელოვნება
ს.გ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად
გამოიყენოს სახვითი
ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად
ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს
სხვადასხვა ხერხს (შუქ-ჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, მონასმი, ფაქტურა,
კოლორიტი) ასოციაციების და ემოციების გადმოსაცემად;
·
სხვადასხვა
მხატვრული ხერხით გადმოსცემს დინამიკას, სტატიკას ნამუშევარში (ფიგურების მოძრაობა,
ქარი);
·
ხატავს
სივრცეს პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით.
ს.გ.VII.2. მოსწავლეს
შეუძლია მიზანმიმართულად
აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა,
ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის
შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ირჩევს
შესაბამის გამომსახველობით ხერხებს, მასალას, ტექნიკას და თემატიკას განწყობილების
გადმოსაცემად.
ს.გ.VII.4. მოსწავლე აცნობიერებს სამყაროს, როგორც მრავალფეროვანი გრძნობებისა და იდეების წყაროს და შეუძლია
მათი ასახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ირჩევს
თემებს იდეების და განწყობილებების გამოსახატავად;
·
იყენებს სხვადასხვა კულტურისა და
პერიოდის მხატვრების ნამუშევრებს, როგორც წყაროს საკუთარი ნამუშევრის შესაქმნელად;
ს.გ.VII.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს,
რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის
და კომუნიკაციის საშუალება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საუბრობს
ხელოვნების ნაწარმოებით აღძრულ პირველ შთაბეჭდილებაზე
და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია (სიუჟეტმა, კომპოზიციამ, ფერმა, ფიგურათა გამომსახველობამ
და სხვ.);
·
აფასებს
ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნაზე და შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით);
ს.გ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს
და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის
ხელოვნების ნიმუშები.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
არჩევს ერთმანეთისგან რეალისტურ
და პირობით გამოსახულებებს;
11.პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ნადირაშვილი
12. ხელმძღვანელის
ელფოსტა: Ninonadirashvili14@gmail.com
No comments:
Post a Comment